X
მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში წელს 4800-მდე ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა

26 დეკემბერი 2019

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ ილია ბეგიაშვილმა სოფლის მხარდაჭერის პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ ანგარიში წარადგინა.

წელს, მუნიციპალიტეტებში ჩატარდა 3 ათასზე მეტი  საერთო კრება და მოსახლეობამ შეარჩია 4800-მდე ინფრასტრუქტურული პროექტი. აქედან, გურიაში განხორციელდა 376 პროექტი, იმერეთში - 1042 პროექტი, კახეთში - 366 პროექტი, მცხეთა-მთიანეთში −536 პროექტი, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში −  275 პროექტი, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 1061 პროექტი, სამცხე-ჯავახეთში - 309 პროექტი, ქვემო ქართლში - 399 პროექტი და შიდა ქართლში - 447 პროექტი.

ილია ბეგიაშვილის ინფორმაციით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ცენტრალური ბიუჯეტიდან 40 მლნ ლარი გამოიყო, მუნიციპალიტეტების თანადაფინანსებამ კი 6 მლნ ლარი შეადგინა. 

თანხები შემდეგი კატეგორიების მიხედვით გადანაწილდა: გზების რეაბილიტაცია, გარე განათებისა და სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა, წყლის სისტემების გამართვა, სასაფლაოს კეთილმოწყობა, სანიაღვრე არხების გაჭრა-გაწმენდა და სხვა.